Loading
Loading

დახმარება

ხშირად დასმული კითხვები

რას წარმოადგენს საიტი www.atl.ge?

საიტი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ტვირთის მფლობელსა და გადამზიდავს.

     

როგორ ხდება საიტზე დარეგისტრირება

ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაცია შეუძლია როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, დარეგისტრირებული პირი ვალდებულია მიუთითოს უტყუარი და აქტუალური პირადი ინფორმაცია ასევე ყველა ის ინფორმაცია რასაც ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციისას ითხოვს სისტემა, საიტზე ავტორიზაცია ხდება ელექტრონული ფოსტისა და პაროლის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ, www.atl.ge -ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოახდინოს თქვენს მიერ მითითებული პირადი ინფორმაციის გადამოწმება, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საიტზე განცახების განთავსება ფასიანია?

არა. საიტზე განცხადების განთავსება უფასოა ყველა კატეგორიაში. როგორც ტვირთების განთავსება, ასევე განცხადებების განთავსება ავტო მარკეტში, სატვირთო ავტომანქანების და სხვა სპეც ტექნიკის ყიდვის, გაყიდვის და გაქირავების შესახებ, საიტზე არსებულ ავტო მარკეტში ასევე შეგიძლიათ განათავსოთ განცხადება სატვირთოს სათადარიგო ნაწილების ყიდვა/გაყიდვის შესახებ.

ვარ ფიზიკური პირი, შემიძლია თუ არა საითზე რეგისტრაცია და არსებული სერვისით სარგებლობა?

ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაცია შეუძლია როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, დარეგისტრირებული პირი ვალდებულია მიუთითოს უტყუარი და აქტუალური პირადი ინფორმაცი,ა ასევე ყველა ის ინფორმაცია რასაც ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციისას ითხოვს სისტემა, საიტზე ავტორიზაცია ხდება ელექტრონული ფოსტისა და პაროლის გამოყენებით. 

არის თუ არა საიტზე ფასიანი სერვისები? როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ფასიანი სერვისები?

საიტზე ფასიანი სერვისი მოქმედებს, მხოლოდ კატეგორიაში "ტვირთვის გადაზიდვა". ფასიანია განცხადებაში მითითებული საკონთაქტო ინფორმაციის ნახვის სერვისი. საიტზე არის რამოდენიმე სახის სერვისის შეძენის საშუალება. 1. კონტაქტების ნახვა შიდა გადაზიდვებში დადებულ განცხადებებში. 2, კონტაქტების ნახვა საერთაშორისო გადაზიდვებში დადებულ განცხადებებში 3. ორივე მიმართულებით (შიდა და საერთაშორისო) განცხადებებში მითითებული კონთაქტების ნახვის სერვისის შეძენა. 4. განცხადებების განთავსება 1 თვეზე მეტი ხნით არის ფასიანი შედა და საერთაშორისო გადაზიდვებზე, ასევე ორივე სერვისის ერთდროულად შეძენის შემთხვევაშიც. 

ტვირთის მფლობელის გარდა კიდევ რა ტიპის მომხმარებელი გვხვდება ონლაინ პლატფორმაზე?

ონლაინ პლატფორნაზე გვხვდება 3 (სამი) ტიპის მომხმარებელი 1. ტვირთის მფლობელი 2. გადამზიდავი 3. ექსპედიტორი. 

რითი განსხვავდება ტვირთის მფლობელის ფუნქციები გადამზიდავისა და ექსპედიტორის ფუნქციებისგან?

ტვირთის მფლობელი საიტზე დებს განცხადებას ტვირთის შესახებ წინასწარ მის მიერ შეძენილი სერვისის შესაბამისად ან მარტო შიდა გადაზიდვებზე,  ან საერთაშორისო გადაზიდვებზე. ასევე შეუძლია ორივე სერვისის ერთდროულად შეძენა. ტვირთის მფლობელს შეზღუდული აქვს განცხადებებში მითითებული საკონტაკტო ინფორმაციაზე წვდომა.

გადამზიდავს შეუძლია შეიძინოს განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის ნახვის შერვისი როგორც ცალ-ცალკე შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებზე, ასევე შეუძლია შეიძინოს ორივე სერვისი ერთდროულად. გადამზიდავს შეზღუდული აქვს ტვირთების შესახებ განცხადების განთავსება. 

ექსპედიტორს შეუძლია შეიძინოს როგორც განცხადებების განთავსების სერვისები ასევე განცხადებებში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციაზე წვდომის სერვისებიც. 

რა სახის აკრძალვები არსებობს რეგისტრაციისა და განცხადების განთავსების დროს?

რეგისტრაციის დროს იკრძალება არასწორი პირადი ინფორმაციის შეყვანა.(პირადი ნომერი, საიდენთიპიკაციო კოდი) ასევე არასწორი ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის ნომრების შეყვანა. იკრძალება აქაუნთის სხვა, მესამე პირზე გადაცემა ან საიტიდან მიღებული ინფორმაციის რაიმე ფორმით სხვა მესამე პირებზე გადაცემა. განცხადების განთავსებისას იკრძალება, შეგნებულად არასწორი და არარსებული ინფორმაციის დადება ტვირთთან დაკავშირებით, იკრძალება განცხადების განთავსების დროს, განცხადების შესავსებ ველში ,,აღწერა,,რაიმე სახის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება.  რომელიმე ზემოთხსენებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საიტის www.atl.ge-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დროებით დაბლოკოს ან სამუდამოდ, შემდეგში აღდგენის უფლების ჩამორთმევით გაწყვიტოს ხელშეკრულება დარღვევების ჩამდენ მომხმარებელთან.

როგორ შევავსოთ მომხმარებლის ბალანსი?

მომხმარებლის ბალანსის შევსების 2 საშუალებაა.ერთი VISA / MASTERCARD-ით ხოლო მეორე საბანკო გადარიცხვით. საიტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პირველი ჩარიცხვები შესრულდება საბანკო გადარიცხვით. ბალანსის შესავსებად გადადით საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე შევსება/ისტორია - ღილაკთან. დააწექით შევსებას და მიყევით ინსტრუქციას. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც. იურიდიული პირის ანგარისზე თანხს ჩარიცხვის გვერდიდან. თანხა თქვენს პირად ბალანსზე აისახება ჩვენს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 30 წუთში. 18:00 საათის შემდეგ გადახდისას მეორე დღის პირველ ნახევარში. ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია: 

შპს "ავტო ტრანს ლოჯისტიკ"  ს/კ 439870855  

ს/ს "საქართველოს ბანკი" GE29BG0000000498878660   

ს/ს "თიბისი" ბანკიGE79TB7700536070100001

                                                                      

 

 

Notification

You have received a new notification

Click here to view them all